fbpx
საზოგადოება

კალამატადან გაუჩინარებული 15 წლის მარიამი იპოვეს – მის ოჯახთან ფსიქოლოგები მუშაობენ

15 წლის მარიამი, რომელსაც ოჯახი პოლიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად ეძებდა, უვნებელი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მარიამი სახლიდან გასულ პარასკევს გაუჩინარდა, მოგვიანებით კი კალამატას ტერიტორიაზე იპოვეს.

უცნობია, თუ კონკრეტულად სად იყო გოგონა ან რატომ არ გადიოდა კონტაქტზე.

მარიამის ოჯახთან ორგანიზაცია “ბავშვის ღიმილის” ფსიქოლოგები მუშაობენ, რათა მის ახლობლებს და თავად გოგონასაც ამ ამბით გამოწვეული სტრესი მოეხსნათ.

 

onalem

ტესტ