fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ხანძართან ბრძოლისას დაღუპული პილოტის მეუღლე 3 თვის ფეხმძიმეა – მთავრობა ბავშვს 25 წლამდე ფინანსურად უზრუნველყოფს

ბერძნული მედია კარისტოში მომხდარი ტრაგედიის მეორე მხარეზე გვიყვება, რომელიც ერთ-ერთი გარდაცვლილი პილოტის ოჯახს ეხება. 34 წლის ხრისტოს მულასი და მისი კოლეგა სახანძრო თვითმფრინავს მართავდნენ, რომელიც ჩამოვარდა და ორივე ადგილზე დაიღუპა. ირკვევა, რომ მულასის მეუღლე ფეხმძიმობის მე-3 თვეშია, ახალგაზრდა პილოტი შვილის დაბადებას ვერ მოესრო.

პარლამენტის თავმჯდომარემ, კონსტანტინოს ტასულასმა, თავდაცვის მინისტრთან, ნიკოს დენდიასთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, “იშვილონ” მულასის ჯერ კიდევ არ დაბადებული შვილი და უზრუნველყონ ის ფინანსურად მანამდე, ვიდრე 25 წელი არ შეუსრულდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს კანონპროექტის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც, საბერძნეთის პარლამენტი ყოველწლიურად სიმბოლური თანხით დააფინანსებს შეიარაღებული ძალების და უშიშროების ძალების მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა შვილებს, ვიდრე ისინი 25 წლის გახდებიან.

ორივე პილოტს პატივისცემის გამოსახატად მიენიჭა ვიცე-კაპიტნის წოდება, ხოლო ცერემონიაზე, რომელიც დღეს შედგა, ემოციებს ვერ იკავებდნენ შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნებიც.

onalem

ტესტ