fbpx
საბერძნეთი

ტრაგედია პაგრატზე: ლიფტის შესაკეთებლად მისული მამაკაცი დიდი სიმაღლიდან შახტში ჩავარდა

გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგედია პაგრატზე, ერგოტიმუს ქუჩაზე მოხდა. აღნიშნულ ქუჩაზე არსებულ კორპუსში ლიფტს პრობლემები შეექმნა, რის გამოც, ადგილზე ტექნიკოსი მივიდა.

მამაკაცი, რომელიც დაახლოებით 60 წლისაა, შესაბამის სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც, გაურკვეველი მიზეზების გამო, დიდი სიმაღლიდან გადმოვარდა და ლიფტის შახტში ჩავარდა. ადგილზე დაუყოვნებლივ გამოიძახეს სამაშველო სამსახური, რომელთაც ტექნიკოსი შახტიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. სამწუხაროდ, მოგვიანებით ევანგტელისმოს საავადმყოფოში მისი გარდაცვალება დადასტურდა.

onalem

ტესტ