fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ზაფხული ბრუნდება – სადამდე მოიმატებს შაბათ-კვირას ტემპერატურა?!

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური შაბათ-კვირისთვის ზაფხულის დაბრუნებას პროგნოზირებს. დღეს ამინდი უმეტესად მზიანი იქნება, ხოლო უქმეებზე ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს.

დღეს აღმოსავლეთ საბერძნეთში ჰაერი 34 გრადუსამდე გათბება, ხოლო შაბათ-კვირას ეს მაჩვენებელი 35 გრადუსამდე აიწევს. ეგეოსის ზღვაზე შესუსტდება ძლიერი ქარი, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ქროდა. შაბათს მცირე ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ იპიროს მთიან ტერიტორიებზე.

დღეს ატიკის რეგიონში მოსალოდნელია უმეტესად მზიანი ამინდი, ტემპერატურა კი, 21-დან 32 გრადუსამდე იმერყევებს, რაც შეეხება თესალონიკს, ჰაერი 30 გრადუსამდე გათბება.

მოკლევადიანი ზაფხულის შემდეგ, სინოპტიკოსები ორშაბათიდან შედარებით აგრილებას გვპირდებიან.

onalem

ტესტ