fbpx
საბერძნეთი

ახალი კანონი საბერძნეთში: დაღლილ მდგომარეობაში მანქანის მართვისთვის ძღოლებს დააპატიმრებენ

საბერძნეთში მიიღეს ახალი კანონი, რომელიც მანქანის მართვას უკავშირდება და მძღოლებისთვის საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს შექმნის. ერთის მხრივ, კანონს შეიძლება დადებითი მხარეები ჰქონდეს, როგორიცაა მოსახლეობის სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მაგრამ მეორეს მხრივ, გაურკვეველია, როგორ უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში მოძრაობა.

საუბარია მანქანის დაღლილ მდგომარეობაში მართვაზე, რომელიც ქვეყანაში კანონით აიკრძალება. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი მანქანას ფიზიკურად ან მენტალურად გამოფიტულ და დაღლილ მდგომარეობაში გაატარებს, ის პასუხს აგებს სასამართლოს წინაშე.

საინტერესოა ფაქტი, რომ პოლიცია მათ მდგომარეობას გარკვეული საშუალებებით შეამოწმებს, თუმცა, კონკრეტულად როგორ, ამაზე დეტალურად არ საუბრობენ.

ასევე, თუკი მძღოლი მანქანას დაღლილი მართავს და მის ავტომობილში ზის კიდევ სხვა ადამიანი, მისი სასჯელი გაიზრდება, რადგან ის სხვის სიცოცხლესაც უქმნის საფრთხეს.

onalem

ტესტ