fbpx
საბერძნეთი

მომრავლებული პოლიციელები ათენის ქუჩებში – ახალი მოტოციკლები და აღჭურვილობა

როგორც სამოქალაქო დაცვის მინისტრი, მიხალის ხრისოხოიდი იუწყებოდა, ათენის თითოეულ უბანში ყოველ 10 წუთში პოლიცია იმოძრავებდა. მინისტრის ბრძანება ნელ-ნელა მოქმედებაში მოდის.

ათენში ყოველდღიურად პოლიციის ახალი დანაყოფები მოძრაობენ და მათი პატრულირება საკმაოდ შესამჩნევია. უნდა ითქვას, რომ ისინი განსხვავდებიან კიდეც ძველი ოფიცრებისგან, რადგან გადაეცათ ახალი მოტიციკლები და აღჭურვილობა, რომელიც მათ უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს, როდესაც მოქალაქეებზე იზრუნებენ.

იანვრის შუა რიცხვებამდე გადამზადებული ოფიცრების სრული რაოდენობა, დაახლოებით 1.500 პოლიციელი, გამოვა სამუშაოდ და დედაქალაქში კრიმინალის თავიდან ასაცილებლად განსაკუთრებული სიხშირით იმოძრავებენ.

კირიაკოს მიცოტაკიმ პოლიციელთა გადამზადების ცენტრი სადღესასწაულო დღეებში მოინახულა და მათ მითითებები მისცა:

“ვიცი, რომ თქვენ ისე მხიარულად არ ხვდებით დღესასწაულებს, როგორც მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი, რადგან ყოველთვის სამუშაო ამპლუაში ხართ და უნდა იყოთ კიდეც. თქვენ უნდა იყოთ იქ, სადაც მოქალაქეს სჭირდებით. 2020 წლის დასაწყისისთვის ჩვენს ძალებს კიდევ 1.350 ახალი ოფიცერი შეემატება. 

ზუსტად 6 თვის წინ მოსახლეობამ ითხოვა სამი მარტივი რამ: ნაკლები გადასახადები, მეტი ინვესტიცია და სამუშაო ადგილები და უსაფრთხოების გაზრდა. სწორედ ამიტომ, ვაკეთებთ იმას, რაც ხალხმა ითხოვა. ამ მეთოდებით, ჩვენ გავაუმჯობესებთ მათ ყოველდღიურობას. ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ, რაც ვთქვით, გავაკეთებთ!”

onalem

ტესტ