fbpx
საბერძნეთი

რუსეთმა საბერძნეთი “შავ სიაში” შეიყვანა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა თავისი “შავი”, არამეგობრული ქვეყნების სია გააფართოვა, რომელშიც საბერძნეთიც მოხვდა. ბოლო დროს რუსეთ-საბერძეთის ურთიერთობა საგრძნობლად იყო დაძაბული, თუმცა, ამიერიდან რუსეთმა საბერძნეთს ოფიციალურად მიანიჭა ისეთი ქვეყნის სტატუსი, რომელიც მისი მეგობარი არ არის.

ამ სიაში ასევე შევიდნენ დანია, სლოვენია, ხორვატია, სლოვაკეთი. აღნიშნული გადაწყვეტილების ფარგლებში შეზღუდვები წესდება თანამშრომელთა რაოდენობაზეც, რომლებიც აღნიშნული ქვეყნების საკონსულოებში შეიძლება იყვნენ დასაქმებულნი. შესაბამისად, საბერძნეთისთვის ეს ლიმიტი 34 კაცია, დანიისთვის 20, ხოლო სლოვაკეთისთვის 16. სლოვენიასა და ხორვატიას აღარ შეუძლიათ ადგილობრივი პერსონალის დასაქმება თავიანთ დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობებში.

როგორც უკვე ცნობილია, რუსეთმა აქამდე 8 ბერძენი დიპლომატიც გააძევა ქვეყნიდან, აღნიშნული გადაწყვეტილება კი, თავად ლავროვმა მიიღო.

onalem

ტესტ