fbpx
საბერძნეთი

გვალვის ტალღა საბერძნეთში 22 ივლისიდან აგვისტომდე – რამდენ გრადუსს მიაღწევს ტემპერატურა?!

როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყებოდა, დღეიდან, 22 ივლისიდან, საბერძნეთში ჰაერის ტემპერატურა იმატებს და მომდევნო რამდენიმე დღის მანძილზე გვალვის ტალღა შენარჩუნდება.

დღეს ზოგიერთ რეგიონში ჰაერი 41 გრადუსსაც მიაღწევს, მაგალითად მესინიის დაბლობზე, ილიასა და ეტოლოაკარნანიას ტერიტორიებზე. კრეტის სამხრეთითა და დოდეკანესის კუნძულებზე ჰაერი 35 გრადუსამდე გათბება.

ხვალ, 23 ივლისს, 40 გრადუსი დაფიქსირდება დასავლეთ სტერეაში, ცენტრალურ მაკედონიასა და თესალიაში.

მეტეოროლოგების ბოლო შეფასებით, მაღალი ტემპერატურა 15 აგვისტომდე შენარჩუნდება.

onalem

ტესტ