fbpx
საბერძნეთი

როდის გავთავისუფლდებით საბერძნეთში კორონავირუსისგან?! როდის დასრულდება შეზღუდვები საბოლოოდ?!

ინფექციური დაავადებების დამსახურებულმა პროფესორმა, ნიკოს სიფსასმა მედიასთან საუბრისას განმარტა, თუ როდის ამოვისუნთქებთ საბერძნეთში და როდის ვიგრძნობთ თავს დაცულად კორონავირუსისგან.

“ვისურვებდი, რომ ბევრად სწრაფად გამოგვემუშავებინა იმუნიტეტი. მაგრამ უნდა ვიყოთ რეალისტები. ვაქცინაციის პროცესი არის ძალიან გრძელვადიანი და იმედები არ უნდა გვქონდეს, რომ ყველაფერი სულ მალე დასრულდება.

ზაფხულისთვის 4,5-5 მილიონი ადამიანი მაინც უნდა იყოს აცრილი კორონავირუსზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვიყოთ მშვიდად იმ მხრივ, რომ საავადმყოფოებში ტრაგიკული სურათები აღარ გვქონდეს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ვაქცინირებული ადამიანი კორონავირუსის გადაცემის წყარო. ვაქცინა გვიცავს 95%-ით, ხოლო 5%-ით საკუთარი თავი კვლავ ჩვენ უნდა დავიცვათ.

ვვარაუდობ, რომ მომავალი წლის ამ დროს უკვე ვიქნებით უსაფრთხოდ და ამოვისუნთქებთ. ამ ეტაპისთვის კი, პირველი პრიორიტეტი არის სკოლების გახსნა, რადგან ეს მდგომარეობა დამღუპველია ბავშვებისთვის,” განაცხადა პროფესორმა.

უნდა აღინიშნოს, რომ საბერძნეთში ბოლო რამდენიმე დღეა ყოველდღიურად ინფიცირებულთა რიცხვი საკმაოდ დაბალია და არ სცდება 500-ს, რაც უმნიშვნელოვანესი მიღწევაა.

როგორც პროფესორები აცხადებენ, კარანტინის გარეშე დღეში 10.000 შემთხვევა იქნებოდა და ამ შედეგს თვეების მანძილზე ვერ მივაღწევდით.

onalem

ტესტ