fbpx
საბერძნეთი

29 თებერვლამდე ბარათით გადახდის აპარატები ყველგან უნდა გამოჩნდეს – თუ POS არ იქნება ჯარიმა 1,500 ევროს შეადგენს

როგორც ჩანს, საბერძნეთის ფინანსთა სამინისტრო მცირე ბიზნესს დროს აღარ აძლევს, რომ ბარათით გადახდის აპარატები დადგას და ვისაც 29 თებერვლამდე არ ექნება აღნიშნული აპარატები, დიდი რაოდენობის ჯარიმები ელით.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ხარის თეოხარიმ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან განაცხადა, რომ ვინც თვის ბოლომდე აღნიშნულ ზომებს არ მიიღებს, 1,500 ევროს ჯარიმა დაეკისრება. როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში კონკრეტულ დაწესებულებებს, მათ შორის, ტაქსებს, ქუჩის ბაზრებსა და კიოსკებში, სავალდებულო ხდება ბარათით გადახდის აპარატების ქონა, რათა გადახდა აღარ იყოს შესაძლებელი მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით.

ფინანსთა სამინისტროს აღნიშნული ზომა მიღებული აქვს ბიზნესის მხრიდან გადასახადების გადახდის თავიდან არიდების აღმოსაფხვრელად, რადგან ხშირად ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას ქვითარი საერთოდ არ გაიცემა.

“თუ 1-ლი მარტიდან აღნიშნულ დაწესებულებებს არ ექნებათ POS-ის აპარატები, მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ ნამდვილად აქვთ განხორციელებული შესაბამისი პროცედურები და უბრალოდ ტექნიკური კუთხით სჭირებათ მოგვარება,” აცხადებს თეოხარისი.

საბერძნეთში საგადასახადო სამსახური მასშტაბურ შემოწმებებს ატარებს სახელმწიფო გადასახადების თავიდან არიდების წინააღმდეგ და იყენებს სოციალურ მედიასაც კი, იმისთვის, რომ დარღვევები გამოვლინდეს.

onalem

ტესტ