fbpx
საბერძნეთი

4 მილიონი ევროს უძრავი ქონება და 130.000 ევრო პირად ანგარიშზე – რა თანხებსა და ქონებას ფლობს მამა ანტონიო?!

იმის ფონზე, რომ მამა ანტონიოს არასამთავრობო ორგანიზაციის თითოეული ფილიალი და უწყება გამოძიების ყურადღების ეპიცენტრშია, ინფორმაცია ფინანსური დარღვევების შესახებ არ წყდება. ვლინდება ცნობები, დიდ თანხებთან დაკავშირებით, ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რომელთა ღირებულებაც ჯამში მილიონობით ევროს აღწევს.

ფინანსური აუდიტის პირველადი მონაცემებით, მამა ანტონიოს პირად ანგარიშზე 130.000 ევრო ინახება. ეს არის ანგარიში, რომლის თანამფლობელიც ასევე არის ქალბატონი, რომელიც მასთან ერთად მართავს ორგანიზაციას. ანუ არსად არის მითითებული, რომ ეს თანხა რაიმე სახით ეკუთვნის ორგანიზაციას, ანგარიში პირადია.

ამას გარდა, გაოცებას იწვევს ბინების რაოდენობა და ღირებულება, რომლებსაც ითვლება, რომ ორგანიზაცია ფლობს და გადაცემულია ქველმოქმედების ფარგლებში. წარმოგიდგენთ ტერიტორიებს, სადაც მდებარეობს ბინები:

ანიქსი, დიონისო

აგია პარასკევი

პაგრატი

გლიფადა

პეტრუპოლი

ზეფირი

ილიუპოლი

ნიკეა

პეფკი

ნეა იონია.

მხოლოდ დიონისოში მდებარე ბინის ღირებულება 600.000 ევროა, ხოლო აგია პარასკევზე მდებარე სამი ბინის ღირებულება ჯამში 550.000 ევროს აღწევს, პაგრატზე არსებობს ოთხი ბინა და სამი მაღაზია, ჯამური ღირებულება 230.000 ევროა, ხოლო გლიფადაში მდებარე უძრავი ქონება 200.000 ევროდ ფასდება.

 

onalem

ტესტ