fbpx
საბერძნეთი

კირიაკოს მიცოტაკის დას, კატერინა მიცოტაკის, მკერდის სიმსივნე დაუდგინდა

საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ, საზოგადოებას მისი ოჯახისთვის საკმაოდ მძიმე ამბის შესახებ სოციალური ქსელის საშუალებით გაუზიარა ინფორმაცია. როგორც ირკვევა, მის დას, კატერინა მიცოტაკის, მკერდის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

“დღეს მინდა გაგიზიაროთ ჩვენი ოჯახური პრობლემა. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ, ჩემს დას, კატერინას მკერდის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. თუმცა, საბედნიეროდ, სიმსივნე ადრეულ სტადიაზე გამოვლინდა, როდესაც პროფილაქტიკის მიზნით მამოგრაფია გაიკეთა.

ახლა იწყება დიდი თავგადასავალი, კატერინამ პირველი ქიმიოთერაპია გუშინწინ გაიკეთა, მისთვის დამახასიათებელი სიმშვიდითა და ოპტიმიზმით შეხვდა უსიამოვნო ამბავს.

და მას აქვს მიზეზი, იყოს ოპტიმისტი, რადგან ავთვისებიანი სიმსივნე ადრე აღმოაჩინა, მეცნიერებამ დიდ პროგრესს მიაღწია მკერდის სიმსივნის მკურნალობის მხრივ და ამას ადასტურებს ათი ათასობით ბერძენი ქალი, რომელიც ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდა.

ვიცი, რომ ჯანმრთელობის შემოწმება დაკავშირებულია შიშთან და ყოყმანთან, მაგრამ ეს აუცილებელია. ყველა ქალს, 50 წლიდან 64 წლამდე სახელმწიფო სთავაზობს უფასო მამოგრაფიას “ფოფი გენიმატას” პროგრამის ფარგლებში,” წერს მიცოტაკი.

onalem

ტესტ