fbpx
საბერძნეთი

ცნობილი პროფესორის 25 წლის ვაჟი ავტოავარიაში გარდაიცვალა, როდესაც მისი მანქანა გარეულ ღორს დაეჯახა

ვოლოსის მოსახლეობა შეძრა 25 წლის მამაკაცის გარდაცვალებამ, რომელიც ავტოავარიას ემსხვერპლა. პანოს იანასის მანქანა გარეულ ღორს დაეჯახა, რომელიც გზაზე დაშავებული იწვა და შედეგად საჭეზე კონტროლი დაკარგა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, როგორც გაირკვა, ის ცნობილი პროფესორის ვაჟია.

ავარია ვოლოს-ფარსალას გზაზე მოხდა, სადაც როგორც ჩანს, გარეულ ღორს მანამდე სხვა მანქანა დაეჯახა, რომელსაც 40 წლის ქალბატონი მართავდა. ქალი არ დაშავებულა, მაგრამ ვინაიდან ღორმა დაზიანებების გამო გზიდან გადასვლა ვერ შეძლო, იქვე დარჩა და 25 წლის პანომ ის ვერ შენიშნა. ღორთან დაჯახების შედეგად მისი მანქანა გზიდან გადავიდა და ამობრუნდა. სამწუხაროდ, ახალგაზრდის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს, მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყო.

პანოს იანასის და 40 წლის ქალის მანქანები ერთმანეთს არ შეჯახებიან, ავარია მხოლოდ და მხოლოდ გარეული ღორის მიზეზით მოხდა, რომელიც ბიჭმა ვერ დაინახა.

onalem

ტესტ