fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ტექნიკური პრობლემა თვითმფრინავში – პილოტი სასწრაფოდ კრეტაზე დაეშვა

თვითმფრინავს სრულიად სხვა დანიშნულება ჰქონდა, თუმცა, პილოტმა დიდი რისკის გამო ბოინგი 737 კრეტაზე, კერძოდ ხანიაში დასვა.

TUI-ის ლაინერი ეგვიპტიდან, (ჰურგადიდან) მანჩესტერში მიფრინავდა, როდესაც ეკიპაჟმა ბორტზე სერიოზული ტექნიკური პრობლემა შენიშნა და პილოტმა რისკზე წასვლა არ ისურვა.

ყველაზე ახლოს მდებარე აეროპორტი ხანიაში აღმოჩნდა, რის გამოც, მან დაჯდომის უფლება ითხოვა. ბოინგი მან ავარიულად, მაგრამ უსაფრთხოდ დასვა და აეროპორტში ტექნიკური პრობლემის მოგვარებას შეუდგნენ.

ამ დროისთვის 150-მდე მგზავრი ელოდება პასუხს, თუ რომელ საათზე განახლდება რეისი, რათა დანიშნულების ადგილამდე ჩასვლა შეძლონ.

onalem

ტესტ