fbpx
საბერძნეთი

“საყოფაცხოვრებო კალათის” სიას 30 ნოემბრიდან პროდუქტები ემატება – ნახეთ დეტალები

“საყოფაცხოვრებო კალათის” სიას 30 ნოემბრიდან კიდევ ემატება გარკვეული პროდუქტები, რომლებიც აქამდე აღნიშნული არ იყო. აქ იქნება კატეგორიაც, რომელიც განკუთვნილია დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის.

ამრიგად, აღნიშნულ სიას ემატება პროდუქტები, რომლებიც ორიენტირებულია კონკრეტულად დიაბეტით დაავადებული ადამიანების მოხმარებისთვის შესაფერის რაციონზე. სიაში შევა: უცხიმო რძე, ძროხის რძის უცხიმო იოგურტი, ახალი ქათამი, დაბალი ცხიმოანობის ყველი, დამატკბობლები, შვრიის პროდუქტები, გაყინული ბოსტნეული, (პარკოსანი მცენარეები) ბარდა, ლობიო, ასევე, ერთჯერადი მოხმარების საფენები.

როგორც საბერძნეთის განვითარების მინისტრი იუწყება, მომდევნო კვირაში გავრცელდება დამატებითი ინფორმაცია “სადღესასწაულო კალათთან” დაკავშირებით, რომელიც ორიენტირებული იქნება შობა-ახალი წლის პერიოდთან და მოსახლეობას ძირითადი პროდუქტების გარდა, შესაძლებლობა ექნება, შეიძინოს ტკბილეულიც, შეღავათიან ფასად.

 

onalem

ტესტ