fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთს ძლიერი კლიმატური ფენომენი უახლოვდება – წვიმა, სეტყვა და 10 ბალიანი ქარი ქვეყანაში

ბერძენი მეტეოროლოგების ინფორმაციით, ფენომენი “გირიონის” საბერძნეთში 24-დან 26 ნოემბრამდე იბატონებს. დღეს ამინდის ცვლილება უკვე შესამჩნევია და საღამოსთვის ის უკვე მთელ ქვეყანაში გავრცელდება, გამოიწვევს ძლიერ ქარსა და უხვ ნალექს.

ფენომენ “გირიონისს” ექნება სამი ფაზა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:

ფაზა N1 – დღეიდან ძლიერი წვიმა მოსალოდნელია ძირითადად აღმოსავლეთ მაკედონიასა და თრაკიში. შუადღიდან იწვიმებს სპორედესსა და დასავლეთ კრეტაზე.

ფაზა N2 – კვირას ღამის საათებიდან ორშაბათის ჩათვლით წვიმა მოსალოდნელია თითქმის მთელ საბერძნეთში, სადაც შედის ატიკის რეგიონი და ცხადია, ათენიც.

ფაზა N3 – აღნიშნულ ფაზაში ორშაბათიდან სამშაბათს დილამდე იწვიმებს ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ საბერძნეთში.

onalem

ტესტ