fbpx
საბერძნეთი

მნიშვნელოვანი ცვლილება საბერძნეთში: ყველა დასაქმებულს ციფრული ბარათი ექნება

საბერძნეთის შრომის სამინისტრო ახალი მნიშვნელოვანი რეფორმის გატარებას გეგმავს, რომელიც გულისხმობს კერძო სექტორში დასაქმებული პირების უფლებების დაცვას.

საუბარია ბარათზე, რომელიც ექნება კერძო სექტორში დასაქმებულ თითოეულ პირს. როგორც შრომის მინისტრის მოადგილე, დომნა მიხალიდუ აცხადებს: “ამიერიდან კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანები აღარ გაკონტროლდებიან ტრადიციული მეთოდებით, არამედ ექნებათ ბარათები, რომელთა საშუალებითაც მოხდება მათი საათობრივი ანაზღურება. მეტიც, გამორიცხული იქნება იმუშაონ ზედმეტი საათები, ანაზღაურების გარეშე. ბარათი მათ დაეხმარებათ არ იყვნენ დასაქმებულის “ტყვეობაში”. 

აღსანიშნავია, რომ ახალი ბარათებით გაკონტროლდება, უხდის თუ არა დამსაქმებელი თანამშრომელს კუთვნილ დამატებით თანხას, ე.წ. “დოროებს” სხვადასხვა დღესასწაულებზე. ასევე, მარტივად გარკვევადი იქნება თანხის ოდენობა, რომელიც თანამშრომელმა უნდა აიღოს.

onalem

ტესტ