fbpx
საზოგადოება

გაუგებრობა ბერძნულ Voice-ში: თამთა შოუს წაყვანაზე მკაცრ უარს აცხადებს!

როგორც რამდენიმე დღის წინ ბერძნული მედია იუწყებოდა, თამთა წლევანდელი Voice-ს წამყვანი უნდა ყოფილიყო და გიორგოს კაპუძიდისი ჩაენაცვლებინა. ჩანდა, რომ მან შეთავაზება მიიღო, თუმცა, ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა.

ამჟამინდელი ცნობებით, მომღერალმა მუსიკალური კონკურსის წაყვანაზე უარი განაცხადა და ამის მიზეზად მოსამზადებელი დროის სიმცირე დაასახელა.

თამთა იძულებული გახდა უარი ეთქვა Voice-ს წამყვანობაზე, რადგან გადაღებები სულ მალე იწყება და ის მზად არ არის, რომ საკუთარ თავზე ამხელა პასუხისმგებლობა აიღოს.

მიუხედავად იმისა, რომ მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს შოუებში მონაწილეობისა და ჟიურის სკამს დამსახურებულად იკავებდა, თუკი რაიმეს აკეთებს, სურს, რომ მაქსიმალურად კარგად გააკეთოს. ამ შემთხვევაში კი მშვენიერი მომღერალი საკუთარ თავში დარწმუნებული არ არის.

onalem

ტესტ