fbpx
საბერძნეთი

12 წლის გოგონას დედას ციხიდან ათავისუფლებენ – არანაირი შემამსუბუქებელი გარემოება ილიას მიხოს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დღეს 12 წლის გოგონას დედას, რომელიც რამდენიმე დღის წინ უდანაშაულოდ სცნეს, ციხიდან გაათავისუფლებენ. რაც შეეხება ილიას მიხოს, 55 წლის მამაკაცს, რომელიც არასრულწლოვანზე ძალადობაში, ბავშვთა პორნოგრაფიული მასალის ფლობასა და მისთვის სხეულით ვაჭრობის იძულებაშია ბრალდებული, სამუდამო პატიმრობის საფრთხის წინაშე დგას.

როგორც ირკვევა, პროკურორის წინადადებით, მოსამართლემ არ უნდა გაითვალისწინოს არანაირი შემამსუბუქებელი გარემოება ილიას მიხოს და ასევე, 12 წლის გოგონას დედის მიმართ, გამომდინარე იქიდან, რომ მან შვილის მიმართ გულგრილობა და უყურადღებობა გამოიჩინა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ბრალდებები მოუხსნეს.

რაც შეეხებათ სხვა ბრალდებულებს, რომლებიც ე.წ. “კლიენტები” იყვნენ, ჩანს, რომ პროკურორი მხარს უჭერს შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებას მხოლოდ მათთვის, ვისაც ერთჯერადი დანაშაული აქვს და შესაბამისად, შეეფარდება მსუბუქი სასჯელი, ხოლო დანარჩენების შემთხვევაში არ იქნება გათვალისწინებული არანაირი შემამსუბუქებელი გარემოება.

onalem

ტესტ