fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში საშემოსავლო დეკლარაციების გაკეთება უკვე შესაძლებელია – სისტემა ღია იქნება 30 ივნისამდე

საბერძნეთში 2022 წლის საშემოსავლო დეკლარაციების გაკეთება უკვე დაიწყო და სისტემა 31 მარტს ოფიციალურად გაიხსნა. დაახლოებით 9 მილიონ ადამიანს აღნიშნული დეკლარაციის გაკეთება შეეძლება 2023 წლის 30 ივნისამდე, შესაბამისად, დრო საკმაო გვაქვს.

როგორც მედია იუწყება, წელს განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან თუ აღნიშნულ დეკლარაციას თავად ვაკეთებთ და კარგად ვერ ვერკვევით დეტალებში, არსებობს კონკრეტული პუნქტები, სადაც უსიამოვნო სიურპრიზებს შეიძლება წავაწყდეთ და დამატებითი გადასახადები დაგვეკისროს. შესაბამისად, თუ ეჭვი გეპარებათ პროცესის შესრულებასთან დაკავშირებით, უმჯობესი იქნება, თუ ბუღალტერს მიმართავთ.

დეკლარაციების გაკეთება შესაძლებელი იქნება 30 ივნისამდე, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ვადები კიდევ უფრო გახანგრძლივდეს, თუკი ამის საჭიროება გახდება, წინა წლის მსგავსად.

onalem

ტესტ