fbpx
საბერძნეთი

“ტოქსიკურ კოქტეილში” გახვეული ათენი – ექსპერტთა გაფრთხილება მოსახლეობას

ძლიერმა ხანძრებმა, რომელთა სრულად განეიტრალება საბერძნეთში ამ დრომდე ვერ ხერხდება, დამატებითი პრობლემები შექმნა. ერთის მხრივ, ტრაგიკულია ვითარება ხანძრის ეპიცენტრში, თუმცა, მეორეს მხრივ კვამლის ღრუბელმა მოიცვა მთელი ატიკის რეგიონი და ცხადია, ათენიც.

ექსპერტები მოსახლეობას გაფრთხილებას უგზავნიან და აცხადებენ, რომ ეს არის ერთგვარი “ტოქსიკური კოქტეილი”, რომელიც შეიცავს ისეთ ნაწილაკებს, რაც საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

ვინ უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული ყურადღება?!

ეს ეხებათ ადამიანებს, რომელთაც რესპირატორული პრობლემები აქვთ და განსაკუთრებული მგრძნობიარობით გამოირჩევიან, ასევე მათ, ვისაც აქვთ პნევმოლოგიური დაავადებები.

როგორც პროფესორები აცხადებენ, კვამლმა, თუკი ის დიდხანს შენარჩუნდება ქალაქის ჰაერში, შესაძლოა გამოიწიოს სიმსივნეც კი ადამიანებში.

ამას გარდა, მშობლები უნდა გაუფრთხილდნენ ბავშვებს, რომ ძალიან დიდი დრო არ დაჰყონ გარეთ.

“ტყის ხანძრისგან გამოწვეული ეს მიკრონაწილაკები ძალიან ტოქსიკურია და მაქსიმალურად უნდა იქნეს თავიდან არიდებული მათი შესუნთქვა. ხანგრძლივმა ინჰალაციამ მარტივად შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები,” აცხადებენ ექსპერტები.

onalem

ტესტ