fbpx
საბერძნეთი

კატასტროფა ევიაში: სანაპიროებზე მომწყვდეული ხალხი და გმირები, რომელთაც ისინი დაწვას გადაარჩინეს

გავრცელებული ინფორმაციით, ევიაში ხანძარმა 200.000 ჰექტარი გაანადგურა. კადრები, რომლებიც ხანძრის გაჩენის პირველივე წუთებიდან ვრცელდებოდა, შემზარავია. გამოწვეულია უდიდესი ზარალი, დამწვარია სახლები, ეზოები, მანქანები. საბედნიეროდ, არ არის მსხვერპლი იმ ადამიანების დამსახურებით, რომლებიც დღევანდელობის გმირები არიან.

ირკვევა, რომ სანაპიროებზე მომწყვდეული ხალხი საზღვაო გზით, მცირე ზომის ნავებით გამოიყვანეს და ფაქტობრივად, ცოცხლად დაწვას გადაარჩინეს.

საერთო ჯამში მოხდა 631 ადამიანის ევაკუაცია, თითოეული მათგანი დიდი სიფრთხილით გადაიყვანეს ნავებზე და გაარიდეს ცეცხლში გახვეულ კუნძულს.

onalem

ტესტ