fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში Wolt-ის კურიერები გაიფიცნენ – კომპანიამ მათი ანაზღაურების შემცირება გადაწყვიტა

საბერძნეთში კომპანია Wolt-ის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომ თავის კურიერებს ხელფასი შეუმციროს, მათი გაფიცვა და პროტესტი გამოიწვია. როგორც ირკვევა, კურიერები ხვალამდე, 3 აპრილამდე გაფიცვას აცხადებენ და საპროტესტო აქციებს მართავენ.

აღსანიშნავია, რომ მათ აქციები მოტოციკლებით უკვე გამართეს წინა კვირაში, ხუთშაბათსა და პარასკევსაც.

Wolt-ის კურიერები არიან კომპანიის შტატგარეშე თანამშრომლები, რაც ნიშნავს, რომ მათ არასოდეს იციან, რა იქნება მათი ხელფასი თვის ბოლოს, როდესაც ავად ხდებიან ან ავარიაში ჰყვებიან, არ აქვთ დაზღვევა, მოკლედ რომ ვთქვათ, სამუშაო პირობები, რომლებშიც ისინი არიან, საკმაოდ არახელსაყრელია. ახლა კი, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეამციროს მათი წილი თითო შეკვეთაზე, როდესაც მათი შემოსავალი ისედაც მცირდება საწვავის საფასურის ზრდის გამო.

Wolt-ში მუშაობს უამრავი ემიგრანტი, რაც ნიშნავს, რომ ისინი მუშაობენ, მაგრამ არ არიან დაზღვეულები და ეს ცალკეულ პრობლემებს ქმნის, მათ საბუთებთან დაკავშირებით (ზოგიერთ მათგანს აუცილებლად სჭირდება ჰქონდეს სახელმწიფო დაზღვევა, საბუთების გადასავადებლად).

კურიერები ითხოვენ, რომ გაუფორმდეთ განუსაზღვრელი ვადის კონტრაქტები, გადაეხადოთ 0,40 ევრო თითოეულ კილომეტრზე, როგორც ეს 2022 წლის მარტში იყო და პარალელურად, უზრუნველყონ უსაფრთხოების აღჭურვილობით.

onalem

ტესტ