fbpx
საბერძნეთი

ხვალ, 3 აპრილს, ათენში ავტობუსები და ტროლეიბუსები 11:00-დან 16:00 საათამდე არ იმუშავებს

როგორც ცნობილია, 3 აპრილს, ათენში ავტობუსებისა და ტროლეიბუსების მძღოლები რამდენიმე საათიან გაფიცვას აცხადებენ.

კერძოდ, ავტობუსები და ტროლეიბუსები ხვალ, ორშაბათს, არ იმოძრავებენ 11:00-დან 16:00 საათამდე, რათა 12:00 საათისთვის დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მიიღონ მონაწილეობა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ყველა სხვა ტრანსპორტი: ტრამვაი, მეტროს სამივე ხაზი, იმუშავებს ჩვეულებრივ რეჟიმში მთელი დღის მანძილზე.

საბერძნეთში ტრანსპორტის წარმომადგენელთა მუდმივი გაფიცვები უკავშირდება ტემპის ტრაგედიას, თანამშრომლები კი, მას შემდეგ, სამსახურეობრივ გარემოში არსებული სერიოზული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.

onalem

ტესტ