fbpx
საბერძნეთი

სინოპტიკოს არნაუტოღლუს ბოდიში თოვლისთვის, რომელიც ათენში არ მოვიდა

სინოპტიკოსი საკის არნაუტოღლუ ბოდიშს იხდის პროგნოზისთვის, რომელიც თოვლთან დაკავშირებით გააკეთა და განაცხადა, რომ გუშინ თოვა დაფიქსირდებოდა ათენსა და თესალონიკში.

როგორც ჩანს, სინოპტიკოსმა კრიტიკის შემცველი ბევრი მესიჯი მიიღო და იძულებული გახდა, რომ ეს შეცდომა ეღიარებინა. მან სოციალურ ქსელში თავის პროგნოზს რეალობისგან მოწყვეტილი უწოდა კონკრეტულად ამ ორ ქალაქთან მიმართებაში, ვინაიდან როგორც ცნობილია, მთიან რეგიონებში ნამდვილად მოთოვა და ტემპერატურა ჯერ კიდევ უკიდურესად დაბალია, სეზონთან მიმართებაში.

როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, დღეიდან ამინდი გაუმჯობესდა და დილა მზით დაიწყო, თუმცა, ტემპერატურა სამშაბათამდე საკმაოდ დაბალი დარჩება.

დღეს ათენში ჰაერი მაქსიმუმ 8 გრადუსამდე გათბება, ხოლო თესალონიკში 7 გრადუსს მიაღწევს.

onalem

ტესტ