fbpx
პოლიტიკა

“პუტინმა გააძლიერა ნატო და გეოპოლიტიკური ძილიდან გამოაღვიძა ევროკავშირი” – კირიაკოს მიცოტაკი

ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის შემდეგ, რომელიც ვერსალში გაიმართა, კირიაკოს მიცოტაკიმ მედიასთან კონკრეტული განცხადებები გააკეთა, რომლებიც ძირითადად რუსეთს და მასზე დამოკიდებულების უახლოეს მომავალში მოხსნას ეხებოდა.

“ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ გრძელვადიანი ინტერვენციები და ამ კონტექსტში, მზად ვართ, რომ რაც შეიძლება მალე დავტოვოთ რუსული გაზის ბაზარი. ცხადია, ეს არ მოხდება ერთ ღამეში და სწორედ ამიტომ უნდა განვასხვავოთ გრძელვადიანი და მოკლევადიანი ზომები.

ჩემი მსჯელობა ძალიან მარტივია: საბითუმო ბაზარმა, ფაქტობრივად, შეწყვიტა ფუნქციონირება და არ ასახავს მიწოდებისა და მოთხოვნის ფუნდამენტურ ძალებს. საბჭო მტკიცედ თანხმდება, რომ რაღაც უნდა გაკეთდეს გაზის საბითუმო ბაზარზე ჩარევისთვის.”

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა იქნება საჭირო იმისთვის, რომ საბერძნეთმა უარი თქვას რუსულ გაზზე, პრემიერი პასუხობს:

“ვიმეორებ, რომ ჩვენ უნდა განვასხვავოთ რუსული ნავთობი და რუსული გაზი. ფაქტი ერთია, ვთქვით, რომ ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ დამატებითი სანქციები. არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ დამატებითი სანქციები მუდმივად დევს მაგიდაზე და სავარაუდოდ, განხილული იქნება მომდევნო საბჭოზეც.

ზუსტად არ ვიცი, თუ რა არის პრეზიდენტ პუტინის განზრახვა, მაგრამ ვიცი ის, რომ მან შეძლო და გააძლიერა ნატო, ხოლო ევროკავშირი გეოპოლიტიკური ძილიდან გამოაღვიძა. ამ თვალსაზრისით, მან მოახერხა ჩვენი გაერთიანება და გაგვაგებინა, რომ თავდაცვა და უსაფრთხოება უზენაესი ვალდებულებაა თითოეული მოქალაქის წინაშე.”

onalem

ტესტ