fbpx
საბერძნეთი

“სუვლაკის” ფასმა საბერძნეთში კრიტიკულ ზღვარს მიაღწია – უკრაინის ომის გავლენები

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში უკვე ფიქსირდება უკრაინის ომის ნეგატიური გავლენები, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში საკვებზე და საწვავზე ფასების მომატებას უკავშირდება.

როგორც ირკვევა, მოიმატა ხორცის ფასმა, რამაც შესაბამისად გაზარდა ეროვნული ბერძნული კერძის საფასური – “სუვლაკი” გაძვირდა. Open-ის სიუჟეტის მიხედვით პიტაში შეხვეული “სუვლაკის” ფასი 3,90 ევრომდე გაიზარდა, ხოლო ცალკე შემწვარი ხორცის ფასი უკვე 3 ევროა სწრაფი კვების უამრავ ობიექტში.

ამას გარდა, მომატებულია მზესუმზირის ზეთის საფასურიც. ერთ-ერთი სწრაფი კვების ობიექტის წარმომადგენელი ამბობს, რომ წინა ჯერზე შეკვეთის მიცემა 10 ლიტრისთვის 16 ევრო უჯდებოდათ, ხოლო ახლა ეს თანხა 26 ევრომდეა გაზრდილი.

 

onalem

ტესტ