fbpx
საბერძნეთი

“მოწმეები პოლიციელებს ამართლებენ” – ალექსის კუგიამ 7 პოლიციელის საქმე აიღო

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის პოლიციის 7 ოფიცერს 20 წლის ბიჭის მკვლელობა ედება ბრალად. მათ ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, რომელიც გარდაცვლილმა ორ თანამზრახველთან ერთად მოიპარა, მაგრამ ისინი არ იყვნენ შეიარაღებულები.

ირკვევა, რომ პოლიციელთა საქმე ალექსის კუგიამ აიღო და მათ დასაცავად იბრძოლებს. ცნობილმა კრიმინალისტმა მედიასთან საუბრისას უკვე განმარტა, რომ თვითმხილველები, რომლებიც პერამაში შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ, პოლიციის ოფიცრებს ამართლებენ. მისი თქმით, 20 წლის ბიჭი მათ მოტოციკლებს დაეჯახა და კიდევ არსებობდა დაჯახების საფრთხე. ვინაიდან ოფიცრებმა ისროლეს, ეს ნიშნავს, რომ საქმე სერიოზულად იყო. ის ასევე ამატებს, რომ იარაღი, რომელსაც პოლიცია ატარებს, ნახევრად ავტომატურია, რაც ნიშნავს, რომ როცა ჩახმახს აჭერ, ერთის ნაცვლად 3-4 ტყვიას ისვრის. ამით იხსნება 30-მდე გასროლა.

როგორც უკვე ცნობილია, გარდაცვლილს ორი შვილი დარჩა, ხოლო მისი მეუღლე მესამე ბავშვზეა ფეხმძიმედ. ოჯახი შურისძიებით იმუქრება, თუ სამართალი არ აღსრულდება.

20 წლის ბიჭი, რომელიც პოლიციელთა ტყვიებს ემსხვერპლა

onalem

ტესტ