fbpx
საბერძნეთი

თესალონიკში დააკავეს დამლაგებელი ქალი, რომელსაც ოჯახი სახლიდან 120.000 ევროს ღირებულების ნივთების მოპარვას ედავება

გავრცელებული ინფორმაციით, თესალონიკში დააკავეს დამლაგებელი ქალი, რომელსაც დამსაქმებელი ძვირადღირებული სამკაულების მოპარვაში ადანაშაულებს. საუბარია 120.000 ევროს ღირებულების ნივთებზე.

არსებული ცნობებით, ბინა, სადაც დამლაგებელი ქალი მუშაობდა, კალამარიის ტერიტორიაზე მდებარეობს. საჩივარი მისმა დამსაქმებელმა შეიტანა და განაცხადა, რომ საკუთარმა დამლაგებელმა გაძარცვა და საქმის აღძვრა მოითხოვა, რის შემდეგაც, ქალი დააკავეს.

დადასტურებული ინფორმაციით დამლაგებელი ფილიპინების მოქალაქეა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიებას, ხოლო ფილიპინელი ქალი პროკურატურაში გადაიყვანეს. თუკი მას ბრალდება დაუმტკიცდება, შესაბამისი სასჯელი ელის.

onalem

ტესტ