fbpx
საბერძნეთი

კიდევ 100 ბიძი ძირითადი მიწისძვრის შემდეგ – ეს სიესმური ფილა აქამდე უცნობი იყო

ევიაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ადგილობრივები ჯერ კიდევ შოკირებულნი არიან. არიან ისეთებიც, ვინც უკვე მეორე ღამის გატარებას აპირებს მანქანაში, რადგან სახლში დაძინების ეშინიათ.

სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, ძირითადი მიწისძვრის შემდეგ დაფიქსირდა კიდევ 100 ბიძგი და რაც ყველაზე მეტად აღსანიშნავია, ეს ტერიტორია არ ითვლებოდა სეისმურად “საეჭვოდ” ან აქტიურად, გაქტობრივად, ეს არის ტექტონიკური ფილების გააქტიურება, რომლებიც აქამდე ცნობილი საერთოდ არ იყო.

მიუხედავად ყველაფრისა, სეისმოლოგები იუწყებიან, რომ პირველ ეტაპზე აუცილებელია მოხდეს დაკვირვება და ეტაპობრივი მონიტორინგი, რადგან ძლიერი ბიძგების წყარო ჯერ კიდევ უცნობია.

ამას გარდა, მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ და თავიდან აირიდონ ხალხმრავალ ადგილებში მოხვედრას, რათა ახალი მიწისძვრის შემდეგ პანიკა არ შეიქმნას და არ გავრცელდეს.

როგორც უკვე ცნობილია, გუშინ ღამით დაფიქსირებული მიწისძვრა ათენშიც ძლიერად იგრძნობოდა.

onalem

ტესტ