fbpx
საზოგადოება

“10 წელი ვიცდიდი თირკმლის დონორის რიგში, ემას წყალობით ისევ ბედნიერი ვარ” – მარულა ხორაფა

როგორც კვე ცნობილია, 21 წლის ემანუელას ოჯახის გადაწყვეტილებით, მისი ორგანოები გადაეცათ პაციენტებს, რომელთაც ეს სასიცოცხლოდ სჭირდებოდათ. ადამიანებს, რომლებიც წლობით იდგნენ რიგში, დონორის საპოვნელად და უკვე იმედიც ეწურებოდათ.

ერთ-ერთი ასეთი იყო 50 წლის მარულა ხორაფა, ქალი, რომელიც 10 წელი ელოდებოდა დონორს და მთელი ამ წლების მანძილზე ტკივილებით იტანჯებოდა.

“ემანუელას დამსახურებით 10 წლის შემდეგ ისევ ბედნიერი ვარ. მადლობა მინდა ვუთხრა მის ოჯახს, რომ თირკმელი მაჩუქეს. გოგონას გამო, როდესაც მისი გარდაცვალების ამბავი ტელევიზიით შევიტყვე, უკიდურესად დავმწუხრდი. მეორეს მხრივ კი, სწორედ მისი წყალობით, დღეს უკვე აღარ მტკივა,” ამბობს ქ-ნ მარულა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს გამოძიება ემას კუთვნილ საფულესთან დაკავშირებით, რომელიც ინციდენტის შემდეგ გაქრა. ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ შესაძლოა ქურდი ადგილზე არსებულმა რომელიმე კამერამ დააფიქსირა და კარგად უნდა მოხდეს ყველაფრის გადამოწმება. გოგონას ავარიამდე 1,500 ევრო ჰქონდა, ავარიის შემდეგ კი, მისი საფულე, თანხასთან ერთად გაქრა.

onalem

ტესტ