fbpx
საზოგადოება

“რადგან ანდრეა ფუსტანოზე დავქორწინდი, ჰგონიათ, რომ მუდმივად საოპერაციო მაგიდაზე ვიწექი” – ნატასა თეოდორიდუ

ცნობილმა მომღერალმა, ნატასა თეოდორიდუმ მედიასთან პლასტიკურ ოპერაციებზე ისაუბრა, რომელთა გაკეთებასაც “აბრალებენ”, მხოლოდ იმიტომ, რომ პლასტიკური ქირურგის მეუღლე იყო.

“რადგან ოდესღაც ანდრეას ფუსტანოზე დავქორწინდი, ჰგონიათ, რომ საოპერაციო მაგიდაზე ჩემი ცხოვრების ბევრი საათი მაქვს გატარებული და სხვა საქმე არ მქონია. გარკვეულწილად, მესმის ეს მომენტი, მაგრამ სისულელეა და სისულელეები არ მაწუხებს. თუ ჩემს ბუნებრივ სიმწიფეს ვინმე სხვანაირად ხედავს, არ შემიძლია ავუხსნა ის, რაც უკვე ფაქტია… და ეს არც არის ჩემი ინტერესი.

როცა კომენტარი, რომელსაც წერენ, ნეგატიური შინაარსის არის, ვშლი და ვბლოკავ. ვინაიდან არ მოსწონთ ჩემი ნახვა, დავეხმარები, რომ ეს ყველაფერი გაცილებით ადრე შეწყდეს,” ამბობს ნატასა.

რაც შეეხება თავის კარიერულ არჩევანს, მომღერალი ამბობს:

“მომღერალი ვარ იმიტომ, რომ სხვა ვერაფერი ვიქნებოდი. ალბათ სიმღერ-სიმღერით დავიბადე. დედა მეუბნებოდა, რომ მუდმივად მქონდა რაღაც მელოდია შინაგანად. როცა მაჭმევდა, სულ ვღიღინებდი და ამბობდა, რომ ვღიღინებდი საჭმლით სავსე პირითაც კი.

როდესაც ცნობილი ადამიანი ხარ, შენი პროფესიიდან გამომდინარე, ყველა ტაშს გიკრავს და ამ ყველაფერმა შესაძლებელია, რომ გზიდან გადაგახვევინოს, შედარებით ეგოისტი ხდები. რაც უფრო მომწიფებული ხარ, მით უკეთესად უმკლავდები მსგავს სიტუაციებს,” ამბობს თეოდორიდუ.

onalem

ტესტ