fbpx
საბერძნეთი

“საყოფაცხოვრებო კალათი” – ინიციატივა საბერძნეთში, რომელიც ნოემბრის დასაწყისში ამოქმედდება

მომდევნო კვირას პარლამენტი “საყოფაცხოვრებო კალათის” შესახებ კანონის საბოლო სახით მიღებას გეგმავს, რათა განვითარების სამინისტროს მიზნებიდან გამომდინარე, ეს ახალი ინიციატივა და “ინსტრუმენტი” ნოემბრის დასაწყისიდან მოქმედებაში შევიდეს.

უკვე დადგინდა პროდუქტების რაოდენობა და სახეობები, რომელთა ფასებსაც მსოფლიოში გაბატონებული კრიზისის ფონზე, ან საერთოდ არ შეეხებათ ზრდა ან თუ შეეხებათ, ეს ზრდა იქნება მინიმალური.

მთავრობის მიერ მიღებულ აღნიშნულ ზომას დაერქვა “საყოფაცხოვრებო კალათი”, რომელშიც შედის პირველადი მოხმარების პროდუქტები, რომლებიც ყველა სახლში გადაუდებლად საჭიროა და მათი ფასების ზრდა ოჯახების ჯიბეზე განსაკუთრებულად აისახება.

აღნიშნულ სიაში შედის: ბრინჯი, ყავა, ტოსტის პური, ორცხობილა, მაკარონები, გაყინული თევზი, ღორის ხორცი (შეფუთული), იოგურტი, რძე, ყველი, კვერცხი, მარგარინი, შაქარი, ბავშვის საკვები, ჩაი, გვირილა, ხილის წვენები, ძეხვეული, კაკაო, შოკოლადი, წყალი, ზეითუნის ზეთი.

ასევე, მოხსენიებულია სამზარეულოს ქაღალდი, სარეცხი საშუალებები, ტუალეტის ქაღალი, საფენები, საპონი, შინაური ცხოველების (ძაღლი/კატა) საკვები და ა.შ.

შესაბამისად, მიღებული ზომის ფარგლებში მოსახლეობას შეეძლება, რომ ყველა აღნიშნული პროდუქტი იგივე ფასში შეიძინოს ან თუ მათი ფასი გაიზარდა, ზრდა იქნება მიზერული და ხარჯებში არ იქნება დიდი განსხვავება.

ბოლო ინფორმაციით, ამ სიას კიდევ დაემატება პროდუქტების სხვა დასახელებები, მაგალითად პარკოსნები და ფქვილი, რაც თავდაპირველ სიაში არ იყო მითითებული, საბოლოო სახეს კი, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კვირის ბოლოს მიიღებს.

onalem

ტესტ