fbpx
კრიმინალი

დააკავეს ბერძენი პოლიციელები, რომლებსაც 1,700-მდე ალბანელი საბერძნეთში უკანონოდ შემოჰყავდათ და გაჰყავდათ

დღეს, 21 ოქტომბერს, კრისტალოპიგის საბაჟოზე დაკავებული პირები სასამართლოს წინაშე წარსდგნენ. საერთო ჯამში დაკავებულია 14 ადამიანი, რომელთაგან 7 საპასპორტო კონტროლის დეპარტამენტის პოლიციელია და ცხადია, მათ ბრალდების წაყენებისთანავევ უფლებამოსილება შეუჩერდათ.

პოლიციელთა ბრალდება შემდეგია: თავიანთი უკანონო საქმიანობის მანძილზე 1,700-მდე ალბანელის საბერძნეთში უკანონოდ შემოყვანა და გაყვანა, მათთვის საბერძნეთში უკანონოდ დარჩენის ხელშეწყობა. მოგება, რომელიც მათ არალეგალური საქმიანობით მიიღეს, 700,000 ევრომდეა, თუმცა, გამოძიებამ 463,000 ევრო ამოიღო.

ყოველი პოლიციელი, როლიც ადგილზე მუშაობდა, ყოველთვიურად 2,000-დან 10,000 ევრომდე იღებდა, იმის მიხედვით, თუ ზუსტად რა როლს ასრულებდა არაკანონიერ ჯაჭვში.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი დაკავებული პოლიციელის ადვოკატი ცნობილი კრიმინალისტი, ალექსის კუგიაა, რომელიც აცხადებს, რომ “დღეს საქმე რეალურ განზომილებას მიიღებს.

 

onalem

ტესტ