fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ტემპერატურა იმატებს – ნახეთ, სადამდე აიწევს ტემპერატურა?!

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთში უქმეებზე კარგი ამინდი გველის, ხოლო ოქტომბრის თვის ბოლო შაბათ-კვირას ჰაერი 30 გრადუსამდე გათბება.

როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, ნოემბრის თვის პირველ რიცხვებამდე სეზონისთვის საკმაოდ უჩვეულო ამინდი გველის და ჰაერის ტემპერატურა 25-დან 27 გრადუსამდე იმერყევებს. 28 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით, როდესაც სამი უქმე დღე ერთად უწევს, საკმაოდ თბილი ამინდი იქნება და აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს უკვე დაგეგმილი აქვს ქალაქიდან გასვლა.

დღეს ათენში ჰაერი 21 გრადუსამდე გათბება, ხვალ 23 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო კვირას, ტემპერატურა 26 გრადუსამდე აიწევს, ორშაბათს დაფიქსირდება 27 გრადუსი.

როგორც საკის არნაუტოღლუ პროგნოზირებდა, მომდევნო კვირაში “ვირის ზაფხულის” ფენომენი გველის, რაც ნიშნავს, რომ ნოემბრის შედარებით სუსხიანი დღეების დადგომამდე, საბერძნეთში თბილი ამინდებით დავტკბებით.

 

onalem

ტესტ