fbpx
საბერძნეთი

ქუჩაში უმიზეზოდ გადაადგილების გამო გამოწერილი ჯარიმების თანხამ 4 მილიონ ევროს გადააჭარბა

მთელ საბერძნეთში უმიზეზოდ გადაადგილების გამო გამოწერილი ჯარიმების თანხამ 4 მილიონს გადააჭარბა. 23 მარტიდან 3 აპრილამდე 4,253,700 ევროს ჯარიმები გამოიწერა შემოწმებების შედეგად, როდესაც ხალხის გარეთ გადაადგილებისას არ ჰქონდა არც SMS და არც ბეჭდიანი ცნობა. ასევე, კაფე-ბარების უკანონოდ გაღების გამო.

საერთო ჯამში გამოიკვეთა 17,358 კანონდარღვევა, ცნობის და SMS-ს უქონლობის გამო, ანუ ზუსტად ამდენი ადამიანი დააჯარიმეს 150 ევროთი. საერთო ჯამში ეს თანხა 2, 603, 700 ევროს უდრის. დარღვევათა უმეტესობა ფიქსირდება ატიკაში, შემდეგ მოდის თესალონიკი, იონიის კუნძულები და დასავლეთ საბერძნეთში.

რაც შეეხება სხვადასხვა კაფე-ბარების და რესოტრნების მუშაობის აკრძალვას, 3 აპრილამდე გამოიკვეთა 330 დარღვევა, რაც 5.000 ევროთი ჯარიმდება. 330 მეპატრონეს გამოეწერა ჯარიმა და აქედან შესული თახნა 1.650.000-ს უდრის.

აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ეს თანხა მთლიანად ირიცხება ჯანდაცვის სამინისტროში, კორონავირუსთან ბრძოლის გასაძლიერებლად.

onalem

ტესტ