fbpx
საბერძნეთი

მას ერის გადამრჩენს ეძახიან: როგორ იხსნა ერთმა ადამიანმა საბერძნეთი კორონავირუსისგან

პანდემიის ფონზე და ათასობით დაღუპულის შესახებ მიღებული ინფორმაციის შემდეგ ყურადღებას იქცევენ ქვეყნები, რომლებმაც მოახერხეს და კორონავირსის მასობრივი გავრცელება ჯერჯერობით შეაჩერეს. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა საბერძნეთია, სადაც სახელმწიფოს მზადყოფნამ, ყურადღებით მოესმინა ექსპერტებისთვის და ხალხის სოლიდარობამ, კორონავირუსის გავრცელებას ხელი შეუშალა.

ადამიანი, ვისაც საბერძნეთი უნდა უმადლოდეს, რომ ქვეყანაში ეპიდემიამ არ იფეთქა, არის, როგორც მას ეძახიან, “ნაზი ადამიანი”, შვიდი შვილის მამა, რომელიც კვირაობით ეკლესიაში გალობს. ის ყოველთვის ლაპარაკობს დამამშვიდებელი, იმედისმომცემი ტონით და მას მთელი საბერძნეთი უსმენს.

ჩვენ გიყვებით სატირის ციოდრასის შესახებ.

სატირის ციოდრასი მსოფლიო დონის ეპიდემილოგი და ერთ-ერთი შემოქმედია ბერძნული “კორონავირუსული ჯადოქრობის“, რომელსაც დღეს ერის გადამრჩენს უწოდებენ.

მას ტელევარსკვლავებზე გაცილებით დიდი რეიტინგი აქვს. ეს მან აუხსნა „ბატონებს“, რომ ეკლესიები უნდა დაკეტილიყო, მაგრამ მათ უნდოდათ, რომ სანახევროდ გაეთვალისწინებინათ მისი აზრი, და მაშინ პრემიერ-მინისტრმა თავად მიიღო ეკლესიების დახურვის გადაწყვეტილება.

ბერძნებს ძალიან გაუმართლათ, რომ ჯანდაცვის სისტემაში აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც გამოწევებისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ გაუჭირდათ  და ურთულესი საკითხები ზედმეტი სიტყვების გარეშე გადაეწყვიტათ.

ეპიდემიის სტატისტიკა საბერძნეთში არ გამოიყურება ისე საშინლად, როგორც სხვა ქვეყნებში. საბერძნეთში 1613 ადამიანია დაინფიცირებული.

თუმცა, ციფრებს ქვეყნის ხელისუფლება არ მოუდუნებია. ამაში დიდი წვლილი სწორედ სატირის ციოდრასს მიუძღვის.

მაგრამ საუკეთესო მედიკოსებიც კი ვერ გადაარჩენენ ქვეყანას, თუ მოსახლეობა საერთო საფრთხის წინაშე არ გაერთიანდება.

ბერძნებს ეს, როგორც ჩანს, გამოუვიდათ.

test

onalem

ტესტ