fbpx
საბერძნეთი

“პოლიციელებს, რომლებიც უფლებამოსილებას აჭარბებენ, უნდა ეშინოდეთ კამერების, რომლებიც დაუმონტაჟდებათ” – კალიაკმანის

“კამერები ფორმებზე დაუმონტაჟდებათ იმ ოფიცრებს, რომლებიც პირველ ხაზზე პატრულირებენ” – აცხადებს პოლიციელთა კავშირის პრეზიდენტი, გიორგოს კალიაკმანისი.

როგორც ცნობილია, საბერძნეთში იგეგმება, რომ პოლიციის ოფიცრებმა ატარონ კამერები, რომლებიც აღწერს თითოეულ დეტალს მათი მოვალეობის შესრულებისას. აღნიშნული პრაქტიკა წარმატებით ხორციელდება სხვა ქვეყნებში უკვე მრავალი წელია, საბერძნეთი კი, ცდილობს, რომ უსაფრთხოების დონე ამ გზით გაზარდოს და პარალელურად, აღმოფხვრას თავად ოფიცერთა მხრიდან არსებული კანონდარღვევები.

“როგორც კი ფორმალური პროცედურები დასრულდება, პოლიციელებს კამერები დაუმონტაჟდებათ. ეს იქნება მათთვის, ვინც პირველ ხაზზე პატრულირებს:  ΔΙΑΣ, ΟΠΚΕ, ΜΑΤ. ეს საჭიროა არა მხოლოდ იმისთვის, რომ გაკონტროლდეს დამნაშავის ქმედებები და აღიბეჭდოს ყველა დეტალი, არამედ იმისთვისაც, რომ თავად პოლიციის ოფიცრებმა არ გადააჭარბონ საკუთარ უფლებამოსილებას და გაკონტროლდეს, რამდენად სწორად ასრულებენ მოვალეობას. 

ჯერჯერობით არის გარკვეული პროცედურული საკითხები, რომლებიც არ არის განსაზღვრული, მაგრამ ყელაფერი კონკრეტული საკანონმდებლო ჩარჩოებით განხორციელდება,” განაცხადა კალიაკმანისმა.

onalem

ტესტ