fbpx
საბერძნეთი

სინდაღმაზე ნაძვის ხე ოფიციალურად განათდა – ათენის ცენტრი საშობაოდ შეიმოსა

ათენის ცენტრში, სინდაღმის მოედანზე, 17 მეტრიანი საშობაო ნაძვის ხე ოფიციალურად განათდა და მიუხედავად წვიმისა, გაიმართა კონცერტი, რომელზე დასასწრებად და ნაძვის ხის სანახავად უამრავი ადამიანი მივიდა.

როგორც უკვე ცნობილია, ნაძვის ხე ათენის ცენტრში დასადგმელად კარპენისიდან ჩამოიტანეს და მასზე 24.000 ნათურაა მოთავსებული.

ზოგადად დედაქალაქის საშობაოდ გასანათებლად გამოყენებულია 83 კილომეტრიანი სპეციალური Led ტიპის ნათურები.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრს განსაკუთრებულ სილამაზეს, ნაძვის ხის გარდა, სძენს Public-ის ბრწყინვალედ განათებული შენობა.

 

onalem

ტესტ