fbpx
საზოგადოება

ათენის მეტროს მე-4 ხაზი, რომელიც ათენელების ცხოვრებას შეცვლის – 15 ახალი სადგური დედაქალაქში

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ ათენში მეტროს მე-4 ხაზის მშენებლობა გადაადგილების შესაძლებლობებს მაქსიმალურად გააფართოვებს და ათენელების ყოველდღიურობა რადიკალურად შეიცვლება. იმ უბნებში, სადაც ახლა მხოლოდ ავტობუსებითა და ტროლეიბუსებით არის შესაძლებელი მისვლა, ვისარგებლებთ მეტროთი, რაც დროსაც მოგვაგებინებს და არც ზედმეტი დისკომფორტი შეიქმნება ხალხმრავლობის გამო.

ვრცელდება ვიდეო, რომელიც დეტალურად აღწერს, თუ კონკრეტულად სად განთავსდება 15 ახალი მეტროსადგური. აღნიშნული გეგმის განსახორციელებლად 1,2 მილიარდი ევროა გამოყოფილი, ხოლო სიგრძე 13 კილომეტრს მოიცავს. სადგურები დიდი შვება იქნება მჭიდროდ დასახლებული უბნების მაცხოვრებლებისთვის.

აღსანიშნავია, რომ სამუშაოების დასრულებისთვის მაქსიმალური ვადა არის 96 თვე.

სადგურები, რომლებიც მომავალში ათენის მეტროს მე-4 ხაზზე გამოჩნდება, შემდეგია:

ალსოს ვეიკუ, ღალაცი, ელიკონოს, კიფსელი, დიკასტირია (სასამართლოები), ალექსანდრას, ექსარხია, აკადიმია, კოლონაკი, ევანგელისმოს, კესარიანი, პანეპისტიმიუპოლი, ილისია, ზოგრაფუ, გუდი. (Άλσος Βεΐκου, Γαλάτσι, Ελικώνος, Κυψέλη, Δικαστήρια, Αλεξάνδρας, Εξάρχεια, Ακαδημία, Κολωνάκι, Ευαγγελισμός, Καισαριανή, Πανεπιστημιούπολη, Ιλίσια, Ζωγράφου και Γουδή).

იხილეთ ვიდეო მეტი თვალსაჩინობისთვის:

onalem

ტესტ