fbpx
საზოგადოება

6.4 ბალიანი მიწისძვრა ალბანეთში – რას პროგნოზირებენ ბერძენი სეისმოლოგები საბერძნეთზე?!

დღეს გამთენიისას, 04:54 საათზე, ალბანეთში 6.4 ბალიანმა მიწისძვრამ მოსახლეობა პანიკაში ჩააგდო. გარდაცვლილია მინიმუმ 6 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა 300-ს აღწევს, ზარალი კი სიტყვებით აღუწერელია. ეპიცენტრი დედაქალაქ ტირანადან 43 კილომეტრის დაშორებით იყო.

ბერძენი სეისმოლეგები კონკრეტულ განცხადებებს აკეთებენ, არსებობს თუ არა ძლიერი მიწისძვრის საფრთხეები საბერძნეთშიც, მეზობელი ქვეყნის შემდეგ.

“ეს არის ალბანეთში სეისმურად ყველაზე აქტიური ზონა. ისტორიულად ეს ნაპრალი იწვევს ძლიერ მიწისძვრებს, მაგრამ საბერძნეთს არაფერი ემუქრება. ჩვენს მოსახლეობას შფოთვის საფუძველი არ აქვს,” ამბობს ეფთიმიოს ლეკასი.

როგორც გეოდეზიური ინსტიტუტის დირექტორი, გერასიმოს ხულიარასი ამბობს, 21 სექტემბერს ამავე ტერიტორიაზე მოხდა 5.6 ბალიანი მიწისძვრა.

 

onalem

ტესტ