fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ექსპერტიზის შედეგები გამოქვეყნდა – გამოიწვია თუ არა ათენში ქალის გარდაცვალება AstraZeneca-ს ვაქცინამ

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 65 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ექსპერტიზის შედეგები უკვე ცნობილია.

ქალბატონმა ვაქცინაციის ერთ-ერთ ცენტრში AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთა და სულ მოკლე ხანში, სახლში მიმავალმა  გონება დაკარგა. ის ამ მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გარდაცვალება დადასტურდა.

ჩატარებული კვლევების მიხედვით, არ დასტურდება მისი გარდაცვალების კავშირი ვაქცინაციასთან. სიკვდილი არ გამოუწვევია არც ალერგიას და არც თრომბოზს, როგორც ეს ნავარაუდევი იყო.

65 წლის ქალის გარდაცვალება გამოიწვია მიოკარდიტმა, გულსისხლძარღვთა დაავადების ფონზე და როგორც ირკვევა, მას წარსულში გადატანილი ჰქონდა ინფარქტები.

ამ დროისთვის ელოდებიან კიდევ ერთი ქალბატონის ჰისტოლოგიური ექსპერტიზის შედეგებს, რომელიც Pfizer-ის მეორე დოზის მიღებიდან მეორე დღეს დაიღუპა, თუმცა, ამ დრომდე არ ადასტურებენ მისი სიკვდილის ვაქცინასთან კავშირს.

onalem

ტესტ