fbpx
საბერძნეთი

როგორ იხსნება საბერძნეთი: გამომგზავრება, კარანტინი, ტესტი, ვაქცინაცია – ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

რამდენიმე წუთის წინ საბერძნეთის ტურიზმის მინისტრმა, ხარის თეოხარისმა სუნიოდან გამართა სპეციალური კონფერენცია, რომლის ფარგლებში განაცხადა, თუ როგორ იხსნება საბერძნეთი 14 მაისიდან, როგორ შემოვლენ ტურისტები და რა წესები იმოქმედებს მგზავრობისას.

საბერძნეთი იხსნება უსაფრთხოების რამდენიმე ძირითადი კანონით, რომელიც დაცული უნდა იყოს როგორც ნებისმიერი ტურისტის, ასევე სახელმწიფოს მხრიდან.

კერძოდ:

  • გამომგზავრებამდე 1 დღით ადრე მგზავრმა უნდა შეავსოს PLF ფორმა, რაც ახლაც ძალაშია.
  • მგზავრს უნდა ჰქონდეს ან ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა, ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, რომელიც მაქსიმუმ 72 საათით ადრე იქნება გაკეთებული ან დოკუმენტით, რომელშიც განმარტებულ იქნება, რომ გადატანილი აქვს კორონავირუსი.
  • საბერძნეთის სახელმწიფო გამყოფს სასტუმროებს, რომლებიც გამოყენებული იქნება კარანტინისთვის, საჭიროების შემთხვევაში.
  • Green Pass გააქტიურდება 1 ივნისიდან.
  • მგზავრებისთვის სწრაფი ტესტების ჩატარება მოხდება მიზნობრივი შერჩევის სისტემის საფუძველზე.

იხილეთ კამპანია:

onalem

ტესტ