fbpx
საბერძნეთი

დღეიდან, კარანტინი წარსულს ჩაბარდა: უქმდება SMS, Click Away, Click Inside – ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

საბერძნეთში დღეიდან კარანტინი ოფიციალურად მოიხსნა. ეს ნიშნავს, რომ გაუქმდა SMS-ების გაგზავნის ვალდებულება 13033-სა და 13032-ზე. ასევე, მოიხსნა მაღაზიებში ვიზიტის წინასწარ დანიშვნის ვალდებულება.

ცხადია, მაღაზიების შიდა ტერიტორიებზე დაშვებული იქნება კლიენტთა შეზღუდული რაოდენობა, აქედან გამომდინარე, დაცული იქნება უსაფრთხოების ზომები.

დღეიდან, 14 მაისიდან, დაშვებულია გადაადგილება რეგიონებს შორის და მკაცრი რეკომენდაციაა (არა სავალდებულო) რომ გქონდეთ ჩატარებული თვითტესტირება გამგზავრებამდე.

ასევე, კუნძულების მიმართულებით გადასაადგილებლად, სავალდებულოა გქონდეთ:

  • ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მე-2 დოზიდან გასული უნდა იყოს 14 დღე), თუკი გვაქვს ვაქცინა გაკეთებული. (სავალდებულო არ არის, არამედ საუბარია იმ შემთხვევაზე, თუკი გვაქვს ვაქცინაცია ჩატარებული).
  • ან თვითტესტირების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ჩატარებულია 24 საათით ადრე, იგივე მოქმედებს სწრაფი ტესტის შემთხვევაში, ხოლო თუ ჩაიტარებთ PCR ტესტს, ის უნდა იყოს გაკეთებული არაუმეტეს 72 საათით ადრე.

ამრიგად, ვისაც ვაქცინა არ აქვს გაკეთებული, ვალდებულია ჩაიტაროს თვითტესტირება გამგზავრებამდე.

ხოლო ვისაც კორონავირუსი გადატანილი აქვს, უნდა წარადგინოს ცნობა, რომელშიც მითითებულია აღნიშნული ფაქტი.

ამას გარდა, გადაადგილება დღეიდან იკრძალება 00:30 საათიდან, 23:00 საათის ნაცვლად და კაფეები და ტავერნები იმუშავებენ 00:15 საათამდე.

onalem

ტესტ