fbpx
საბერძნეთი

რა შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს ახალი წლის შემდეგ საბერძნეთში?! – ნახეთ დეტალები

როგორც უკვე ცნობილია, ზომები, რომლებიც საბერძნეთში ამჟამად მოქმედებს, 3 იანვრამდე გასტანს. ამას გარდა, მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის ადონის გეორგიადი და თანოს პლევრი, აცხადებენ, რომ 3 იანვრის შემდეგ მოსალოდნელია სხვა შეზღუდვებიც.

კერძოდ, ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს წინასწარი ინფორმაციით, ახალი ზომები შეეხება გასართობი სფეროს დაწესებულებებს, სამუშაო პირობებს, სკოლებს და ასევე, მოედნებს.

1) მოსალოდნელია, რომ სარესტორნო სფეროს დაწესებულებებში კვლავ აიკრძალოს მუსიკა.

2) შეიზღუდოს მათი მუშაობის საათები, დაიკეტონ 23:00 ან 00:00 საათზე.

3) აიკრძალება ფეხზე დგომა და ცეკვა (ვიანიდან აღარ იქნება მუსიკა), ანუ კლიენტებს მხოლოდ მაგიდებთან მოემსახურებიან.

4) დიდი ალბათობით დასაქმებულთა ნაწილი ისევ გადავა დისტანციურ მუშაობაზე.

5) სკოლებში აიკრძალება ექსკურსიები.

6) საფეხბურთო მატჩები ჩატარდება მაყურებლის გარეშე.

ექსპერტთა საბჭო მდგომარეობას კიდევ ერთხელ ხვალ, 27 დეკემბერს შეაფასებს და მთავრობას გარკვეულ რეკომენდაციებს მისცემს, რათა ახალი გადაწყვეტილებები მიიღოს.

onalem

ტესტ