fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი მასობრივი ვაქცინაციისთვის ემზადება – SMS შეტყობინება და 1.018 სპეციალური ცენტრი

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს ინფორმაციით, საბერძნეთი მასობრივი ვაქცინაციისთვის ემზადება და ეს პროცესი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს. როგორც უკვე ცნობილია, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2021 წლის დასაწყისში იქნება ადგილზე და პირველი დოზები შეადგენს 1 მილიონზე მეტს.

ექსპერტთა ცნობით, ვაქცინაციის პროცესი დაიწყება მაშინ, როცა უკვე უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭირო დეტალი და სავარაუდოდ, იგულისხმება გაზაფხულის დასაწყისი. პირველ ეტაპზე ვაქცინა გაუკეთდება:

  • სამედიცინო პერსონალს.
  • მათ, ვინც მუშაობს დაცვის სამსახურში.
  • მათ, ვინც არიან 65 წლის ზემოთ და აქვთ თანმდევი დაავადებები, რაც კორონავირუსით გარდაცვალების შანსს ზრდის.
  • მათ, ვინც ცხოვრობენ დახურულ სტრუქტურებში (ციხეები, თავშესაფრები, მასპინძელი სტურქტურები და ა.შ).

ვაქცინაციის პროცესი განხორციელდება სპეციალური პერსონალის მიერ მხოლოდ და მხოლოდ სპეციალურ ცენტრებში, რომლებიც შეიქმნება და ამ დროისთვის არსებული ცნობებით, იქნება ასეთი 1.018 ცენტრი.

აცრები აღირიცხება სპეციალურ პროგრამაში და თითოეულ ადამიანს SMS-ის ან e-mail-ის საშუალებით შეატყობინებენ, თუ როდის უნდა გაიკეთონ შემდეგი დოზა.

საბერძნეთი მიიღებს საერთო ჯამში 25 მილიონზე მეტ დოზას, რათა მოსახლეობა ორი საჭირო დოზით უზრუნველყოს.

მათ, ვისაც არ შეეძლებათ სპეციალურ ცენტრებში დამოუკიდებლად მისვლა, მოემსახურებიან ადგილზე.

ვაქცინა იქნება სრულიად უფასო მთელი მოსახლეობისთვის.

onalem

ტესტ