fbpx
საზოგადოება

ხვალ საგანგებო მდგომარეობა ათენში: 5.000 პოლიციელი ქუჩებში, ვერტმფრენები და დრონები

ხვალ ათენში პოლიცია საგანგებო რეჟიმში იმუშავებს, რათა ადგილი არ ჰქონდეს “პოლიტეხნიოს” დღესთან დაკავშირებულ რაიმე მსვლელობას ან აქციას.

როგორც უკვე ცნობილია, 17 ნოემბერს აკრძალულია ნებისმიერი სახის მსვლელობა და შეკრება. სწორედ ამ აკრძალვის ფარგლებში, მიხალის ხრისოხოიდისმა გასცა ბრძანება დედაქალაქის ცენტრი 5.000-მდე პოლიციელმა გააკონტროლოს.

ხვალ, ოფიცრების გარდა, მობილიზებულები იქნებიან დრონები და ვერტმფრენები. ღია იქნება ყველა გზა, გარდა პატისიონის გამზირისა.

ამასთანავე, 15 ნოემბრიდან, 18 ნოემბრის ჩათვლით საბერძნეთში ახალი ჯარიმები მოქმედებს, რომლებიც მოიცავს შემდეგს:

  • 300 ევრო მათ, ვინც რაიმე სახის მსვლელობაში ან აქციაში მიიღებს მონაწილეობას.
  • 3.000 ევრო ფიზიკურ პირებს, რომლებიც ორგანიზებას გაუწევენ მსვლელობას ან აქციას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
  • 5.000 ევრო იურიდიულ პირებს, რომლებიც ორგანიზებას გაუწევენ მსვლელობას ან აქციას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

onalem

ტესტ