fbpx
საბერძნეთი

რა იქნება 30 ნოემბრის შემდეგ საბერძნეთში – რა ამუშავდება პირველ ეტაპზე?!

განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნიკოს პაპათანასისმა მედიასთან საუბრისას საბერძნეთში ზომების მოხსნის ეტაპებზე ისაუბრა. მან წარმოადგინა ერთგვარი გეგმა, თუ რა როდის ამუშავდება, ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია არ გაუარესდა და კარანტინი არ გაგრძელდა.

პაპათანასის განცხადებით, 1 დეკემბრისთვის მთავრობა განიხილავს მაღაზიების ამუშავების გეგმას, ვინაიდან მოდის დღესასწაულები და აქედან გამომდინარე მოსახლეობაში განწყობის ამაღლება აუცილებელია, პარალელურად კი, აღნიშნული ბიზნეს დაწესებულებებისთვის მნიშვნელოვანია ვაჭრობის დაწყება ისეთ ყველაზე ხელსაყრელ პერიოდში, რასაც შობა-ახალი წელი ჰქვია. თავდაპირველად გაიხსნება პატარა მაღაზიები, ერთი კვირის შემდეგ კი დიდი სავაჭრო ცენტრები.

ირკვევა, რომ ოფიციალური გადაწყვეტილებები მომდევნო დღეებში იქნება მიღებული. რაც შეეხება კაფე-ბარებსა და რესტორნებს, მუშაობას დაიწყებენ ბოლო ეტაპზე, როგორც ეს მოხდა გასულ გაზაფხულზე.

“ზომების მოხსნა არ იქნება ჰორიზონტალური და ერთიანი, არამედ ეს მოხდება ეტაპობრივად, განმეორდება მოდელი, რომელიც გვქონდა წინა კარანტინის დროს,” განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

onalem

ტესტ