fbpx
საბერძნეთი

ათენის რომელი მეტროსადგურები იქნება დაკეტილი ხვალ, 17 ნოემბერს?!

ხვალ, 17 ნოემბერს, ათენში დილის 12:00 საათიდან რამდენიმე მეტროსადგური დაკეტილი იქნება, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე.

როგორც უკვე ცნობილია, პოლიცია საგანგებო რეჟიმში იმუშავებს, რათა არ დაფიქსირდეს მსვლელობები და აქციები.

კერძოდ, საუბარია სადგურებზე: ომონია, სინდაღმა, ევანგელისმოს, მეღარო მუსიკის, პანეპისტიმიო.

მატარებლები იმუშავებენ ჩვეულ რეჟიმში, მხოლოდ აღნიშნულ სადგურებში ჩაივლიან გაჩერების გარეშე.

 

onalem

ტესტ