fbpx
საზოგადოება

ომონიაზე იპოვეს ორი შვილის დედა, 29 წლის ქალი, რომელიც 8 თვე გაუჩინარებული იყო

29 წლის დიმიტრა ზივანუ, რომელსაც ოჯახი 8 თვის მანძილზე ეძებდა და მის შესახებ აგელიკი ნიკოლულიმაც კი გააკეთა გადაცემა, ომონიაზე იპოვეს.

ირკვევა, რომ ის საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში, საგრძნობლად გამხდარი ნახეს. ზივანუ ორი შვილის დედაა და ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს.

დიმიტრას დედა თავდაპირველადვე აცხადებდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ქალის შესახებ პირველი ინფორმაციის მოპოვება მას შემდეგ მოხერხდა, რაც ერთმა გოგონამ დარეკა და განაცხადა, რომ ატიკის მეტროსთან დაინახა მსგავსი გარეგნობის ქალი

“ის ძალიან სოციალური ადამიანია. გამოვრიცხავ, რომ ასე მარტოს დაეტოვებინა სახლი და გამქრალიყო. რაღაც სხვა მოხდა, რისი წარმოდგენაც მე არ შემიძლია. ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს. მარტის თვის ბოლოს გაუჩინარდა, როდესაც ჯერ კიდევ პირველი კარანტინი იყო. არ არსებობს ახსნა,” ამ განცხადებით გამოვიდა რამდენიმე დღის წინ მისი დედა.

ამ დრომდე უცნობია, თუ რა მიზეზით იყო გაუჩინარებული 29 წლის ქალი და რატომ აღმოჩნდა ომონიის ტერიტორიაზე.

onalem

ტესტ